ლალი მოროშკინა: ,,ანონიმუსი” მონაგონი იქნება, ისეთ კომპრომატებს გამოგიქვეყნებთ, ვირთხებო!”

ლალი მოროშკინა: ,,ანონიმუსი" მონაგონი იქნება, ისეთ კომპრომატებს გამოგიქვეყნებთ, ვირთხებო!"ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს:

,,მაშინ, როცა შინდისის გმირები მტრებს ცოცხლად არ ჩაბარდნენ, ვაკის ,,ფეშენ” მაღაზიებში, ყველაზე მეტი ,,კუპალნიკი” გაიყიდა! ეს მაშინ, როცა მე და მარინა სალუქვაძემ ცოცხალი ჯაჭვი წამოვიწყეთ რუსეთის საელჩოსთან, მერე კი ნაცებმა გაგვაძევეს, ეს ჩვენ გვინდა საპიაროთო!

როცა წითელ ხიდზე დიდი რიგი იდგა სამთავრობო ,,კრისების,” ჟურნალისტთა სახლში ერეკლეს მოედანზე შტაბი მოვაწყვეთ, ვხვდებოდით გორის რაიონიდან გაუბედურებულ ხალხს საკვებს, ტანსაცმელს და ლეიბებს ვუნაწილებდით, რომლებსაც მე მეორადებში ვაგროვებდი. არც ერთმა მაღაზიის მფლობელმა არ გამომართვა მაშინ ფული! სამაგიეროდ, ვრეკავდით ბობოლა პოლიტიკოსებთან, მათ შორის ახლა რომ ერთი ქალბატონი ყელყელაობს, არამც თუ ფული, ,,სგუშონსა” და მურაბაზეც უარი გვითხრა! მახსოვს ეს ოხერი!

შუაღამისას სახლში დათო ბაქრაძე მომადგა, მე მგონი, დავიღუპეთ და რა ვქნაო! მისი ცნობილი ფრაზა – ვისაც რითი შეგიძლიათ, ჩანგლებით და დანებით დაიცავით თავი, ჩვენ ვერ გიშველითო, ჩემგან გამოსულმა თქვა!კიდევ კარგი,  ცოცხალი მეზობლები მყავს მოწმეეები!..

მაშინ მე წერილით მივმართე მედვედევს, საქართველოში მცხოვრები რუსული წარმოშობის ქალებისგან და სულ დედა ვუტრიალე, მას მერე 7 წელი არ მიშვებდნენ რუსეთში! ყველა მოღალატის გვარიც მახსოვს! რამდენიმე გნახეთ გუშინდელ აქციაზე! მიაყენეთ ერთი დგილი, თორემ ,,ანონიმუსი” მონაგონი იქნება, ისეთ კომპრომატებს გამოგიქვეყნებთ, თქვე მოწეულო, გაწუწულო ვირთხებო! ომში ჩვენნაირები მიდიან, თქვენნაირები კი ფარჩაკდებიან და იმალებიან! ამიტომაც, არა ომს!”