,,ივანიშვილი მთავრობას რუსეთზე ამუშავებს, პრეზიდენტს – დასავლეთზე, ამაზე აფერისტი კაცი არავინ მეგულება”

,,ივანიშვილი მთავრობას რუსეთზე ამუშავებს, პრეზიდენტს - დასავლეთზე, ამაზე აფერისტი კაცი არავინ მეგულება",,აღმასრულებელ ხელისუფლებას რუსეთზე ამუშავებს, პრეზიდენტს – დასავლეთზე” – წერს საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებულ განცხადებებში ბიძინა ივანიშვილს ხედავს.
,,ამ კაცზე დედა აფეთქებული, აფერისტი და ფოკუსნიკი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება. აღმასრულებელ ხელისუფლებას რუსეთზე ამუშავებს, პრეზიდენტს – დასავლეთზე. რუსეთუმეებსაც ტაშს აკვრევინებს და ოპოზიციასაც.
რუსეთისთვის, ღარიბაშვილი წმენდს ტრ**ს და დასავლეთისთვის ზურაბიშვილი…
ქვეყანაში, სადაც რუსეთის ნომერ პირველი მტერი, უკრაინის სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, პრეზიდენტის მეგობარი და გამორჩეული ლიდერი პუტინის პირადი პატიმარია, რა ნამუსით უნდა უთხრა ზელენსკის, რომ მისი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ხარ?
ადამიანმა, რომელმაც მსოფლიოს წინაშე, მძინარე ცხინვალის და საკუთარი ერის დაბომბისთვის სააკაშვილი დაადანაშაულა, ანალოგიურ შემთხვევაზე გმირს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტს? არ გიჩნდებათ სულ მარტივი კითხვა, რა ხდება ქვეყანაში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება რუსეთის ღია მოკავშირეა და პრეზიდენტი დასავლური ღირებულებების მომხრე, ვისი დაკვეთა შეიძლება იყოს?
ხბოს აღტკინებით მქუხარე ტაშის გამომცხველებო, აბა, გელოდებით, ,,გამიპრავეთ” სიტუაცია” – წერს ნუგზარ სულაშვილი.