გოჩა ჩერტკოევი: ,,მთელი ჩემი ოჯახი განადგურებულია, შორენას დედა კიევშია დაბადებული”

გოჩა ჩერტკოევი: ,,მთელი ჩემი ოჯახი განადგურებულია, შორენას დედა კიევშია დაბადებული"მოცეკვავე და ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი ნოე სულაბერიძის საქველმოქმედო მარათონში ამერიკიდან ჩაერთო ,,იმედის” ეთერში და განაცხადა:

-მთელი ჩვენი ოჯახი განადგურებულია. სხვათა შორის, შორენას დედა, რომელიც კიევშია დაბადებული… არარეალური და ღამის კოშმარია, გგონია, რომ სიზმარია და გაიღვიძებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რეალობაა, სამწუხაროდ…

ამჟამად მთელი ამერიკა უკრაინაა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უკრაინას მხარს არ უჭერს. როგორც ყოველთვის, მოსაზრებები გაყოფილია – რას წყვეტს ნატო და რას ფიქრობს ამერიკელი ხალხი. ეს არის ორი კონტრასტული აზრი. არც ერთი ამერიკელი არ ეთანხმება ნატო-ს პასიურობას.

ფიზიკურად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, დავუჭიროთ მხარი. წარმოიდგინეთ, ხალხი იხოცება, საჭმელი არა აქვთ. რა დროს ფიქრი და აზრებია, ფიზიკური დახმარება სჭირდებათ, მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.