აშშ-ს დაზვერვა: პუტინის ახლო წრე სულ უფრო ვიწროვდება

აშშ-ს დაზვერვა: პუტინის ახლო წრე სულ უფრო ვიწროვდებააშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში წარუმატებლობები, სავარაუდოდ, არ შეაჩერებს. ჰეინსის თანახმად, პუტინი განაწყენებულია, რადგან მიიჩნევს, რომ დასავლეთი სათანადო პატივს არ სცემს, ამიტომ ფიქრობს, რომ ომი არ უნდა წააგოს. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, კონკრეტულად რას ჩათვლის პუტინი გამარჯვებად, ეს შესაძლოა, დროთა განმავლობაში იცვლებოდეს.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინი გაბრაზებული და აშლილია და შეეცდება უკრაინის არმია გაანადგუროს, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის მიუხედავად. ბერნსის შეფასებით, პუტინი ამბიციების და მისი აზრით, უსამართლობის გამო, ფეთქებადსაშიშ წვენში იხარშება.

უილიამ ბერნსის თანახმად, პუტინზე არნახული ზეწოლის გამო მისი ახლო წრე სულ უფრო ვიწროვდება, თუმცა, ამ წრეში არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მისი გადაწყვეტილებების კრიტიკულად შეფასება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თქმით, სააგენტოს ანალიტიკოსები ვერ ხედავენ, როგორ შეუძლია პუტინს მიზნების მიღწევა, კერძოდ, კიევის აღება და ზელენსკის მთავრობის შეცვლა პრორუსული, მარიონეტული ხელისუფლებით.

რადიო თავისუფლება