,,ასაკში მეუღლის მიმართ უფრო ძლიერი გრძნობა გიჩნდება” – ლეილა კაპანაძე თავის გივიკოსთან წავიდა

,,ასაკში მეუღლის მიმართ უფრო ძლიერი გრძნობა გიჩნდება" - ლეილა კაპანაძე თავის გივიკოსთან წავიდამსახიობ გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მეტყველების ცნობილი პედაგოგი, ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ,,ჩემი ლა­მა­ზი დე­დი­კოც წა­ვი­და გი­ვი­კოს­თან” – დაწერა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლმა.

გივი ბერიკაშვილის სიყვარულის ამბავი თეატრალური ინსტიტუტიდან დაიწყო. მაშინ მასთან ერთად სამსახიობო ფაკულტეტზე 18 წლის მომხიბვლელი გოგონა, ლეილა კაპანაძეც აბარებდა, რომლის ყურადღების ცენტრში მალე მოექცა ახალგაზრდა გივი. ქალბატონი ლეილა ,,სარკეს” უყვებოდა:

–  არც მე და არც გივი ერთმანეთისგან საჩუქრებით განებივრებულები არ ვიყავით, ამის საშუალება არ გვქონდა. ომის შემდგომი პერიოდი იყო და ყველას უჭირდა. ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი ყვავილები იყო. მახსოვს, გაზაფხულზე როგორ მოჰქონდა გივის ჩემთვის იები ჯიბით.

ბევრი წყვილი მატერიალურ მხარეს აქცევს ყურადღებას. თუ არ გაამართლა, მერე იწყება მათ შორის მთელი უსიამოვნებები. ჩვენ ძალიან გვიჭირდა. არ ვიყავით ძლიერი ოჯახებიდან. გივის მამა არ ჰყავდა და დედამისს არ ჰქონდა ისეთი მდგომარეობა, რომ კარგად გვეცხოვრა, მაგრამ ამაზე არასოდეს გაგვიმახვილებია ყურადღება.

გივი ვერაზე ცხოვრობდა, მაგრამ დიდი ბინა არ ჰქონდა. მშობლები მეხმარებოდნენ, ვინაიდან თავდაპირველად გივის პატარა ხელფასი ჰქონდა.

– როგორ გასტანა ამდენ ხანს თქვენმა ოჯახურმა იდილიამ?

– ადამიანი ასაკში რომ შედიხარ, უფრო ძლიერი გრძნობა გიჩნდება, ისეთი, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. ახალგაზრდობაში უფრო უშვებ იმას, რომ ის თუ არა, სხვა იქნება. რასაკვირველია, თანაცხოვრების პერიოდში ქმარს ეჩვევი და უახლოვდები. ისეთი მყარი და ძლიერი ჯაჭვი იქმნება, რომლის გაწყვეტაც ძალიან ძნელია.