ამ წუთებში ოკუპანტების კიდევ ერთი გემი იწვის – ,,გემზე 80-მდე ტანკი, 50-მდე ბეტეერი და 400 დესანტი იმყოფება”

ამ წუთებში ოკუპანტების კიდევ ერთი გემი იწვის - ,,გემზე 80-მდე ტანკი, 50-მდე ბეტეერი და 400 დესანტი იმყოფება"უკრაინელებმა ერთ დღეში უკვე სადესანტო გემი ააფეთქეს.

,,მეორე დიდი სადესანტო გემი იწვის ბერდიანსკში! ჯერჯერობით ჩაძირული არ არის, მაგრამ როგორც წერენ, შანსი აღარ არსებობს მისი გადარჩენის! ვერც სამხედროების ევაკუაციას ახერხებენ! როგორც წერენ, ამ გემზე 80-მდე ტანკი, 50-მდე ბეტეერი და 400 დესანტი იმყოფება”, – წერს ნიკო მიქაია.

რამდენიმე საათის წიმ უკრაინელებმა ოკუპანტების სამხედრო ხომალდი  ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს. სადესანტო ხომალდ „ორსკს“ 20-მდე ტანკის ან 40 ჯავშანტრანსპორტიორის გადატანა შეეძლო.