ტრაგედია ქუთაისში: ,,21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან, დაღუპე ოჯახი!”

ტრაგედია ქუთაისში: ,,21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან, დაღუპე ოჯახი!"პრაიმტაიმის ინფორმაციით, ქუთაისში, გუშინ ღამით 21 წლის ლუკა ფხაკაძეს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა.

„სამუდამოდ დაღუპე ოჯახი. 21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ სწრაფად იარო. სად გარბოდი ასეთი სისწრაფით,  რომ საკუთარი შვილი ვერ იცნო მისმა გამწარებულმა ოჯახმა? მერე მიატოვე გზაზე და გაიქეცი. იქნებ შველოდი, ადამიანო. იქნებ შენი მუხრუჭზე ფეხის დაჭერა გადაარჩენდა მას. შენ ადამიანი არ ხარ? უბრალოდ მკვლელი ხარ“ – წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

პრაიმტაიმი