თმა თქვენს საიდუმლოს გასცემს – როგორ ამოვიცნოთ ქალის ხასიათი

თმა თქვენს საიდუმლოს გასცემს - როგორ ამოვიცნოთ ქალის ხასიათი,,სარკე”, აზა გაგოშიძე

თმა პირველია, რომელსაც გაცნობისას ყურადღებას აქცევენ. ის ადამიანის ხასიათზე, შინაგან მდგომარეობასა და განწყობაზე გვამცნობს. რაც უკეთესად გამოიყურება თმა, მისი მფლობელი მით უფრო უკეთესად აღიქმება გარშემომყოფების მიერ. მათთვის ეს თითქოს სიგნალია: თანამოსაუბრე ემოციურად სტაბილურია.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თითოეული ქალი ამა თუ იმ ტიპის თმის მფლობელი უბრალოდ არ ხდება: მასში ბავშვობიდან ჩადებულია ხასიათი და ტემპერამენტი, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება. მაგალითად, ბუნებრივად რბილი თმა მისი მფლობელის მშვიდ და გაწონასწორებულ ხასიათზე მეტყველებს. ხშირი თმა გამოკვეთილ ტემპერამენტსა და არასტანდარტულ რეაქციებზე მიუთითებს. ხვეული, უხეში თმა, ჩვეულებრივ, ფიცხ და წყენია ადამიანებს აქვთ. სწორი თმით შეუძლიათ თავი მოიწონონ მშვიდი ხასითის, სტრესგამძლე პიროვნებებმა.

ასევე გარკვეულ როლს თამაშობს თმის ფერი. ქალები, რომლებიც ამჯობინებენ, ბუნებრივი ფერის თმა ატარონ, კონსერვატიულობით, სტაბილურობისკენ სწრაფვით გამოირჩევიან. ისინი, ვინც იმიჯს ხშირად იცლიან, ცნობილები არიან როგორც თამამი და არაორდინალური პიროვნებები.

ყურადღება მიაქციეთ ქცევებს

შეიძლება შენიშნეთ, საუბრის დროს თანამოსაუბრე თმას რომ ეხება და ვარცხნილობას ისწორებს. ჩვეულებრივ, ადამიანს ამით სურს, აჩვენოს, რომ დროა საქმეზე გადასვლის და არაფრისმთქმელი საუბრის შეწყვეტის.

კიდევ რა სიგნალებს ვიგებთ თმის დახმარებით?

1.როდესაც ქალი თმაზე ხელს ისვამს, თითებით “ვარცხნის”, ამგვარად სურს, შეამჩნიონ, ყურადღება მიაქციონ. 2. თითებზე თმის დახვევა, მათთან თამაში გარკვევით მიუთითებს ფლირტზე, თუ ქალი მამაკაცთან საუბრობს. დიდი ალბათობით, თანამოსაუბრე ესიმპათიურება. 3. ქალიშვილი შეკრულ თმას იშლის? სრულიად შესაძლებელია, თავის სხვა კუთხით წარმოჩენა სურს. მაგალითად, მკაცრი მასწავლებლის წარმოსახვიდან გამოვიდეს და სექსუალურ ქალად იქცეს. 4. თუ ქალი თმას მუდამ ეხება, არ ასვენებს, ეს მღელვარების, განცდის ნიშანია. საქმე ისაა, რომ თმასთან კონტაქტი თავის კანზე დიდი რაოდენობით განლაგებულ ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს.

როგორი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ?

სიმტკიცის გამოჩენა. მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრაზე მიიჩქარით და გსურთ, თანამოსაუბრემ თქვენში სერიოზული, საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება დაინახოს? მაშინ თმა ცხენის კუდივით შეიკარით.

რაღაც ახლის დაწყება უმჯობესია, მაღლა აწეული თმით დაიწყოთ. ქალს მომხიბვლელობას მატებს დაუდევარი ვარცხნილობა. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი ტალღები თმის უთოს, ბიგუდების დახმარებით შექმნილი ან ასევე დაუდევრად შეკრული თმა აქა-იქ ჯიუტად გამოჩრილი კულულებით.