თეა გვასალია ავთანდილზე: ,,ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი”

თეა გვასალია ავთანდილზე: ,,ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი"ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია თითქმის 20 წლის წინ თავის გადაცემაში გასულ ავთანდილ ცქვიტინიძის ქორწილის სიუჟეტზე წერს:

,,ხალხო, არ დაიღალეთ? არ მოგბეზრდათ ამ საცოდავი ვიდეოს წინ და უკან ტრიალი? პირველად რომ ვნახე, გამეცინა. ინგლისურად რომ თარგმნეთ, ვიხალისე, მაგრამ კარგით რა! ნუთუ ამ 20 წლის მანძილზე მრავალრიცხოვან ქართულ არხებზე უფრო საინტერესო არაფერი გაკეთებულა, ეს საცოდავი ვიდეო რომ არ დამხვდეს ყველგან? ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი.. ავთანდილ, ძვირფასო, რომ მცოდნოდა შენს ქორწილს 20 წლის შემდეგ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, როგორ გამოვუშვებდი ბურდღუს მაგ ყველაფრის გადასაღებად”.

თეა გვასალია ავტორია ესპანური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოსი, ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონის. მას ეკუთვნის მარკესის თხუთმეტი რომანის თარგმანი.