ფოთში საკანალიზაციო მილში ახალშობილი იპოვეს

ფოთში საკანალიზაციო მილში ახალშობილი იპოვესფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მცხოვრებმა ქალმა ბინაში იმშობიარა.

-კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ამბობენ, სამი დღის წინ მოხდაო და სხვა არაფერი ვიცი. ფემძიმე აქ არავინ შემიმჩნევია, – განაცხადა ,,პირველთან” იქ მცხოვრებმა.