ნიკა გვარამია: ,,უიმე, ეს ქალი კიდევ მარინაზეა შეყვარებული?”

ნიკა გვარამია: ,,უიმე, ეს ქალი კიდევ მარინაზეა შეყვარებული?"მომღერალ რუსუდან მუმლაძის ყოველი ინტერვიუ თუ სტატუსი პირად ცხოვრებაზე სოციალურ ქსელებში დიდ გამოხმაურებას იწვევს. ამჯერადაც ასე მოხდა, როცა მან „ღამის პრაიმ ტაიმთან“ თქვა, რომ, როცა ცოლ-ქმარს საერთო არ აქვს, ერთმანეთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ეს მიუღებელია მისთვის: „არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ აქვთ რეპუტაციის შელახვის შიში. ამას ვერ უშველის ვერც ხელმოწერა, ვერც წლების ნაშენები ოჯახი”, – განაცხადა მან გადაცემაში, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:

„ურთიერთობას გაფრთხილება, შენარჩუნება და მუდამ საზრდოობა სჭირდება, რადგან აუცილებლად გამოჩნდება სხვა, ვინც ამას გააკეთებს!“.

,,მარინათი იკეთებს პიარს, სხვა ვერაფერი შეძლო და რა ქნას?”, ,,ჩინური ლელა წურწუმიაც არ არის”, ,,მარინა ბერიძემ 9 წლის წინ დაამთავრა მის ქმარზე ლაპარაკი და ეს რით ვერ მორჩა?”, ,,ნეტა, რამე უპასუხოთ, ქალბატონო მარინა, ნუ დატანჯეთ სიჩუმით”, ,,ოცნების მთავრობასავითაა, ოცნების მთავრობა ნაციონალებს ვერ ივიწყეებს, ეს კიდევ მარინას”, – წერენ კომენტარებში.

ვრცელდება ,,მთავარის” დამფუძნებლის და მარინა ბერიძის მეგობრის, ნიკა გვარამიას კომენტარის სქრინი, სადაც წერს:

,,უიმე, ეს ,,მინდა ვიყო ლელა წურწუმია” ქალი კიდევ მარინაზეა შეყვარებული?თან ცალმხრივად”.