ნიკა გვარამია: ,,პუტინს დასრულებული არ ჰქონდა გამოსვლა, რომ რუსული აქციების ფასი დაეცა”

ნიკა გვარამია: ,,პუტინს დასრულებული არ ჰქონდა გამოსვლა, რომ რუსული აქციების ფასი დაეცა'',,მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ,,მთავარის” პირდაპირ ეთერში პუტინის გამოსვლაზე ისაუბრა.

-ვნახეთ შეშინებული ნარიშკინი, რადგან წინ ეჯდა გიჟი. შეგნებულად გასრისა ყველას თვალწინ ნარიშკინი. ყველამ, ვინც იქ იჯდა, იცის, რომ გიჟთან აქვთ საქმე. ეს არის პერსონალურად ერთი, ჭკუიდან გადასული ადამიანის აზრი და არა მათი… წარმოუდგენელი შოკი მაქვს. დღეს მას ცივილიზებულ სამყაროს ომი გამოუცხადა, პერსონალურად მან, პუტინმა…

რუსეთი დასავლეთმა ერთხელ უკვე მოაქცია კონსერვის ქილაში და ეს ისევ მოხდება აუცილებლად, მაგრამ ჩვენც თუ ამ კონსერვის ქილაში მოვყევით, ვეღარავინ გვიპოვის…

პუტინს დასრულებული არ ჰქონდა გამოსვლა, რომ რუსული აქციების ფასი დაეცა, სულ რაღაც ერთ საათში ტრილიონები დაკარგეს, მინუსებში არიან უკვე ეკონომიკაში. იმიტომ იყო ისტერიკაში, რომ იცის, დასავლეთს შეუძლია ერთი გასროლის გარეშე მოუღოს ბოლო.