,,მინდოდა, მეტი შვილი მყოლოდა, მაგრამ ხან მუცელი მომეშალა, ხან ტყუილად გამიკეთეს ოპერაცია” – ნანიკო ხაზარაძე თავის ტკივილებზე, მოხუც მამასა და შვილზე

,,მინდოდა, მეტი შვილი მყოლოდა, მაგრამ ხან მუცელი მომეშალა, ხან ტყუილად გამიკეთეს ოპერაცია" - ნანიკო ხაზარაძე თავის ტკივილებზე, მოხუც მამასა და შვილზე,,სარკე’, ავთო ჩიტიძე

ტელესახე ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში ახლი ეტაპი დაიწყო – 50 წლის გახდა.  ტელეწამყვანი ,,სარკეს” ოჯახურ ცხოვრებაზე, მისი და ლილუს დედაშვილობაზე, თავის მოხუც მამაზე უყვება.

-ლილუ გახსენებთ საკუთარ თავს 17 წლის ასაკში?

-ლილუ ჩემთან შედარებით ბევრად უფრო ჩამოყალიბებულია და მიწაზე მყარად დგას. მე კი დავფრინავდი და გვიან გავხდი უფრო მიწიერი.ლილუ ძალიან მაბალანსებს.

გული ხომ არ გწყდებათ, მეორე და თუნდაც მესამე რომ არ გააჩინეთ?

– ყოველთვის მინდოდა, მეტი შვილი მყოლოდა და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, მაგრამ ბედისწერა აღმოჩნდა ჩემთვის ერთი შვილი. ხან ავარიაში მოვყევი და მუცელი მომეშალა, ხან ტყუილად გამიკეთეს ოპერაცია.

-თამამი ნაბიჯი იყო, როდესაც მამის დაავადებაზე ალაპარაკდით და თქვით, რომ პანსიონატში მოათავსეთ. ამაზე საქართველოში ნაკლებად ლაპარაკობენ. რა შედეგი გამოიღო ამან?

-მამას ასე კომფორტულად და გემრიელად არასოდეს უცხოვრია. დილით ადგომისთანავე ლამაზი ქალბატონი გემრიელ საუზმეს მიართმევს, მთელი დღის განმავლობაში დატვირთულია, მუშაობს, ერთობა, მეგობრებთან ურთიერთობს, ექსკურსიებზეც დადის. ძალიან რეალიზებულია. მამა სახლში რომ იყო, მაშინ პროგრესირებდა მისი დაავადება, ახლა შეჩერებულია. აქ მუდმივად ავარჯიშებენ, ყოველდღე უმეორებენ, რომელი წელია, რა დღეა, ვინ არის მისი ოჯახი. მართალია,ლილუს ვერ ცნობს, მაგრამ იცის, რომ ჰყავს შვილიშვილი.

– იყო პერიოდი, როცა თქვენც ვერ გცნობდათ?

კი, მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა.მნიშვნელოვანია მასთან სწორი კომუნიკაცია, ამ დროს არის მშვიდი და მეხსიერებაც უმჯობესდება.ბევრი წერილი მომდის,სურთ, რომ მათი ოჯახის წევრებიც ასეთ კომფორტში იყვნენ. მამაჩემის გვერდით ბევრი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”