მამა პეტრე: ,,ეს წუთია, შემატყობინეს, რომ 31 წლის ბიჭი გარდაიცვალა კოვიდის შემდეგ”

მამა პეტრე: ,,ეს წუთია, შემატყობინეს, რომ 31 წლის ბიჭი გარდაიცვალა კოვიდის შემდეგ"მამა პეტრე კოლხი ყველას აფრთხილებს, რომ პოსტკოვიდურ დღეებში თავს გაუფრთხილდნენ.
,,ეს წუთია, შემატყობინეს, 31 წლის ბიჭი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ერთ კვირაში თრომბით გარდაიცვალა… მაპატიეთ ამ მძიმე სტატუსისთვის, მაგრამ თავს გაუფრთხილდით… კოვიდზე საშიში პოსტკოვიდური სიტუაციაა და არ დარჩეთ კონსულტაციის გარეშე. ვისაც სისხლის პრობლემა აქვს, ხშირად გააკონტროლოს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!” – წერს მამა პეტრე.