მაია ორჯონიკიძემ ნიკა მელიას ეგომანიაკი უწოდა

მაია ორჯონიკიძემ ნიკა მელიას ეგომანიაკი უწოდამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მხატვარი მაია ორჯონიკიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოსვლას ეხმიანება და წერს:
,,გინდათ, ერთი საათის მანძილზე უსმინოთ სრულიად უშინაარსო დემაგოგიას, სიცრუეს უწყვეტ რეჟიმში, დაიღალოთ ამ ,,ცნობიერების ნაკადით” და ბოლოს დეპრესიაში ჩავარდეთ? მაშინ გადაახვიეთ და ეკა კვესიტაძის პირველ სტუმარს მოუსმინეთ. მეგონა, ივანიშვილის ინტერვიუების შემდეგ აღარაფერი გამაკვირვებდა… შევცდი… საქართველო მდიდარია თვითნაბადი ეგომანიაკებით! და რაც მთავარია, ეს სრულიად შინაარსს გამოცლილი სფიჩი ციხეში მჯდარი,ნაწამები და თავისივე პარტიის ლიდერშიპისგან მოტყუებულ-გადაგდებული მიხეილ სააკაშვილის გასაგონად დაიდგა, სპექტაკლი, რომლის ფარდის უკან ნაცნობი რეჟისორის ხელიც კი დალანდა ჭკვიანმა და გამოცდილმა მაყურებელმა”.