ხათუნა იოსელიანის საფირმო კატლეტების და ხაშის კუპატის რეცეპტები

ხათუნა იოსელიანის საფირმო კატლეტების და ხაშის კუპატის რეცეპტები,,სარკე”

მსახიობი ხათუნა იოსელიანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, შესანიშნავი კულინარია. მან ,,სარკეს” რამდენიმე კერძის რეცეპტი ჩააწერინა. ამჯერად გთავაზობთ მისი საფირმო კუჭმაჭის და კატლეტების მომზადების წესებს.

ხათუნა იოსელიანი: მზა ხაშის ფარშს ხორცის ცოტა ბულიონი დაასხით და შეაზავეთ, როგორც კუპატი. დაჭერით წვრილად და ქონდარით, წიწაკით, ნივრით, კოწახურით, ბროწეულით, მარილითა და ძირათი შეაზავეთ. შემდეგ ხელით კარგად აურიეთ. ძალიან გემრიელია მჭადთან.

– ცნობილია, რომ არაჩვეულებრივ კატლეტებს ამზადებთ ინდაურის ხორცისგან. მისი რეცეპტიც გაუმხელეთ,,სარკის” მკითხველს.

– სიამოვნებით. ინდაურის ფილეს კარგად დაკეპავთ. შიგნით ერთ კუბიკ გამდნარ კარაქს და ყინულს ჩადებთ. ამოავლებთ გათქვეფილ, მარილიან და სუნელებიან კვერცხში, შემდეგ – ორცხობილაში, კვლავ – კვერცხში, მერე – ისევ ორცხობილაში და მისცემთ რაგბის ბურთის ფორმას.

ტაფაზე ზეთს აადუღებთ შეწვავთ. უგემრიელესია. ნახევარი ინდაურიდან 15 ცალი გამოდის. გარნირად თუ გნებავთ, შემწვარი კარტოფილი, მოშუშული კომბოსტო, მოხარშული მაკარონი ან ტომატის სოუსი გაუკეთეთ. არ მიყვარს ტყემალი, მხოლოდ ალუბლის და ღოღნაშოს საწებელს გეახლებით.