ია ფარულავა: ,,აქ ჩარჩენილ უკრაინელებს უმსაპინძლებს ჩემი პარტნიორის სასტუმრო, დარეკეთ”

ია ფარულავა: ,,აქ ჩარჩენილ უკრაინელებს უმსაპინძლებს ჩემი პარტნიორის სასტუმრო, დარეკეთ"უკრაინის მოქალაქეები საქართველოდან უკრაინაში დაბრუნებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. თბილისის აეროპოტში მისულები აცხადებდნენ, რომ იქ ოჯახები ჰყავთ და თავიანთ სამშობლოში უნდა იყვნენ. მათთვის, ვინც საქართველოში ჩარჩნენ, საჭირო ინფორმაციას ვუზიარებთ, რომელიც მსახიობმა ია ფარულავამ დილით დაწერა:
,,ჩემი პარტნიორის სასტუმრო ,,ფოლკი” გრიშაშვილის # 56 – უფასოდ უთმობს ნომრებს საუზმით საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 888 228 ნათია ჩქარეული”.