ელისო კილაძე: ,,მიშა ათი დღე გაძლებს?!”

ელისო კილაძე: ,,მიშა ათი დღე გაძლებს?!"ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 5 მარტს აქცია დააანონსა, რამაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
,,5 მარტს 5 საათზე საპროტესტო აქცია რუსთაველზე – ენმ-ს გადაწყვეტილება. დღეს რა რიცხვია? 23 თებერვალი! მესამე პრეზიდენტი შიმშილობს! ათი დღე გაძლებს?!”, – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე.
პოსტის ქვემოთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები წერენ:
,,ესენი სპეციალურად შვებიან, მგონი, რომ მოიშორონ მიშა”, ,,რა 5 მარტი, ზედმეტად გაწელილი დრო”, ,,15 მაისი ჯობია, რა ვიცით, რა ხდება”, ,,საერთოდ რას ჰგავს ამათი საქციელი? ესეც ვალის მოხდის მიზნითაა გაკეთებული, როგორც წინანდელი აქცია. დიდი ღალატის სუნი დგას!”, ,,5 მარტიდან  გადადებენ 5 აპრილს და ასე შემდეგ. თვეში ერთხელ ან ორთვეში ერთხელ აქცია. საცოდავებო”, ,,რა სასაცილოდ გამოიყურებიან. უსუსურები”, ,,მარათლა ალოო”, ,,მგონი, ამათ აწყობთ მიშას სიკვდილი”, ,,დიდი ღალატია”.