ელენე ფოჩხუას 18-წლიანი ოჯახი დაენგრა – ,,ნუ მოიპარავ სხვისი ცხოვრების ფერებს”

ელენე ფოჩხუას 18-წლიანი ოჯახი დაენგრა - ,,ნუ მოიპარავ სხვისი ცხოვრების ფერებს''მომღერალ ელენე ფოჩხუას და შსს-ს თანამშრომელ გიორგი ზარქუას 18-წლიანი ოჯახი დაინგრა. მიზეზი მესამე პირი გახდა – გიორგი ზარქუას უკვე სხვა ოჯახი ჰყავს.

,,ერთმანეთის სულს გაუფრთხილდით… საკუთარი ცხოვრების გასაფერადებლად ნურასოდეს მოიპარავ სხვისი ცხოვრების ფერებს, ნუ ჩააქრობ სხვისი სულის სანთელს, ნუ წაართმევ სხვას ღიმილს, ნდობას და იმედს… ნურასოდეს ჩააქრობ სხვის თვალებში ნათელს, ნუ უქცევ სიხარულს ცრემლად, ნუ გათელავ სხვის სულს ტალახიანი ფეხებით… ცხოვრება სამართლიანია და არასოდეს გაპატიებს ასეთ შეცდომებს… ნუ დაიდებ ცოდვად სხვის ცხოვრებას… იყავით მართალნი ერთმანეთთან ყოველ სიტყვასა და ქცევაში. ადამიანი სინდისისა და თუ გინდა,  ადამიანი გერქვას, ყოველთვის მართალი უნდა იყო საკუთარ სინდისთან, ღმერთთან! ნურასოდეს ჩაამსხვრევ სხვისი სულის სარკმელს”, – რამდენიმე დღის წინ ელენემ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ეს სიტყვები გააზიარა.
ელენეს ოჯახური ცხოვრება ძალიან მშვიდი ჩანდა. ის ქმარზე და თავის ორ შვილზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა.

– არის ეტაპები, როცა ოჯახში რაღაცები ხდება, მაგრამ ყველაფერს ერთად ვაბალანსებთ. ყოველი დღე ერთნაირი არ არის და ვერც იქნება. როდესაც უკვე დედა ხარ და გყავს მეუღლე, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება, კიდევ რომ იყოს? ჩემთვის ყოველი დღე არის ბედნიერება, რადგან მე თვითონ ვქმნი ჩემს დღეს. ცუდადაც რომ იყო, მაინც კარგი განწყობა უნდა შეიქმნა სახლშიც, სამსახურშიც და ყველგან, – უყვებოდა ელენე ,,სარკეს”.