,,დედა საშველად მირეკავდა, 50 მეტრზეა გახოხებული” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

,,დედა საშველად მირეკავდა, 50 მეტრზეა გახოხებული'' - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალებიკახეთში, სო­ფელ კონ­დოლ­ში მომხდარ სასტიკ მკვლელობას კიდევ უფრო საზარელს ხდის დეტალები, რომლებზეც ამბები.ჯი-სთან მოკლული ცოლ-ქმ­რის, გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლისა და მაკა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის შვილი, გიგა ყვება. როგორც ამბობს, მკვლელი მის მშობლებს ოჯახში ჰყავდათ შეფარებული და პატრონობდნენ, რადგან მათ თავს აცოდებდა და ამბობდა, რომ ობოლი იყო და ერთი და ჰყავდა, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული.

-ჩემი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ენ­დო­ბოდ­ნენ, სა­მი­ვე ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ჩემი მშობ­ლე­ბი “ვინ­ჩეს­ტე­რით” და­ხო­ცა, ჩემი და და­ა­ბა და მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას აყუ­რე­ბი­ნა. შოკ­ში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მკვლე­ლო­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე მა­მას ვე­ლა­პა­რა­კე.

ამის შემ­დეგ დე­დას ურეკია ჩემ­თან, 15 წუ­თის მერე ვნა­ხე… ეტყო­ბა, დედა საშ­ვე­ლად რე­კავ­და ჩემ­თან, 50 მეტ­რი ჰქონ­და ნა­ხო­ხი იმ ად­გი­ლი­დან. მა­მას სახე აღარ აქვს, დე­დას უკა­ნა მხა­რე აქვს გან­გრე­უ­ლი, – ყვება ამბები.ჯი-სთან გიგა ჯიბიაშვილი.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის, სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ.