,,ჩემო ძამიკოებო, რომელი ერთი გიტიროთ” – ახალგაზრდებს მთელი ზესტაფონი დასტირის

,,ჩემო ძამიკოებო, რომელი ერთი გიტიროთ" - ახალგაზრდებს მთელი ზესტაფონი დასტირისზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სოფელ სვირთან მომხდარ ავარიას ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შორის არიან გი­ორ­გი აბა­ში­ძე და შმა­გი გვა­ლია, რომლებსაც მთელი ზესტაფონი დასტირის.

,,ვაიმე, შმაგი. ღმერთო, რატომ? როგორი თბილი და საყვარელი ადამიანი. არ მჯერა, დამეთუთქა გული”, ,,ვაიმე, ღმერთ, რატომ? რა უსამართლობაა. ვუსამძრებ შენს ოჯახს და საყვარელ ადამიანებს”, ,,ეს რა დილა გამითენეთ, ჩემო ძამიკოებო, რომელი ერთი გიტიროთ”, ,,რამხელა ტრაგედიაა, ღმერთო, ეს რა უბედური დღე გათენდა. როგორ გული მტკივა თითეულ თქვენგანზე, ნათელი თქვენს ლამაზ სულს”, ,,შმაგი, გამიჩერდა, შვილო, გული. დაუჯერებელია უშენობა. ვერცხლისწყალივით ბიჭო, ოქრო ბიჭო, შმაგი შვილო, რატომ გაამწარე შენი დედა”, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ახლობლები.

ად­გი­ლი, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მომ­ხდა, არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი. როგორც წერენ, გან­მე­ორ­და 11 წლის წი­ნან­დე­ლი ტრა­გე­დია, მა­ში­ნაც ხუთი ახალგაზრდა და­ი­ღუ­პა ერთ ღა­მე­ში და მაშინაც ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯახ­ნენ.

,,რად არ აღირსეს მაგ ადგილს შუქნიშანი? სულ შიში მაქვს მანდ,  გზაჯვარედინზე გადმოსვლის”, ,,უნდა მივიდნენ მერიაში და მოითხოვონ იქ ან შუქნიშანი, ან რამე, როდემდე, რამდენი”, – წერენ სოციალურ ქსელში.