ბელა ალანია მეუღლეს: ,,რას დაგაკლებს შენ განსაცდელი, ესეც გაივლის, ჩემო…”

ბელა ალანია მეუღლეს: ,,რას დაგაკლებს შენ განსაცდელი, ესეც გაივლის, ჩემო…"ლეიბორისტების ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მეუღლე, მწერალი და პოეტი ბელა ალანია დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს:

,,თენდება შენი 17 თებერვალი! მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, როგორც მუდამ, დღესაც მართალი, თამამი, მებრძოლი, პრინციპული, იდეალების მიმდევარი და დაუმორჩილებელი ადამიანების თავგანწირვით იწერება, მათი თავგანწირვით, ვინც პირადი კომფორტისთვის არ გაჩუმდნენ! ვინც მუდამ შეკაზმულ ცხენს არ გაჰყვა, არ მიატოვა მოყვასი, ვინც სხვისი შვილების კარგად ყოფნას ანაცვალა საკუთარი ოჯახის სიმშვიდე…
ასეთი ადამიანები იყვნენ და კიდევაც იქნებიან და თუმცა საქართველოში მათ უმრავლესობას საფლავსაც არ აღირსებენ ხოლმე, თუმცა უყვართ. ჩვენ ღმერთი დაგვიფარავს რადგან ვუყვარვართ! სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება! რას დაგაკლებს შენ ვირუსი თუ განსაცდელი? შენ იმ სისხლის და გენის ხარ, ვისაც არაფრის ეშინია! ესეც გაივლის, ჩემო… დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე! შენი დღე დგება! გილოცავ!”.