ამ შემზარავი ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო…

ამ შემზარავი ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო...რამდენიმე დღის წინ ოქ­რო­ყა­ნა­ში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ოქროყანის გზაზე ავა­რი­ას 8 წლის გიორგი ახობაძე ემსვერ­პლა. ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ისიც ამძაფრებს, რომ, როგორც წერენ, ამ უბედრების აცილება შესაძლებელი იყო.

,,მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გილს ,,სიკ­ვდი­ლის ზო­ნას” უწო­დებს, რად­გან აქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­სა­ხიჩ­რდა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის იყო 8 წლის გი­ორ­გი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ემსხვერ­პლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ას… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და­სახ­მა­რებ­ლად არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის, პა­სუ­ხი დღემ­დე არ აქვთ და პრობ­ლე­მა დღემ­დე გა­და­უჭ­რე­ლია. არა­და სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­დავ ბა­რი­ერს ან საგ­ზაო ნი­შან­საც კი შე­ეძ­ლო გა­და­ერ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე”, – და­წე­რა “ფე­ის­ბუქ­ში” გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ.

,,ოქ­რო­ყა­ნის ბავ­შვებს უსაფრ­თხო გა­და­სას­ვლე­ლი სჭირ­დე­ბათ!” – ითხოვენ სოციალურ ქსელში.