5 600 დოლარი უკრაინელ ხალხს ქართველი ემიგრანტებისგან

5 600 დოლარი უკრაინელ ხალხს ქართველი ემიგრანტებისგანქართველი ემიგრანტები წარმოუდგენელ თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. ცოტა ხნის წინ კარატეს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება და სამოქალაქო პირებს წვრთნის, განაცხადა, რომ მას ევროპიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი უკავშირდება და იქ ჩასვლის სურვილს გამოთქვამს ხალხის დასახმარებლად.
ახლახან კი ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა დაწერა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა ორ დღეში 5 ათას დოლარზე მეტი მოაგროვეს და უკრაინელების დახმარების ფონდში გადარიცხავენ.

,,გუშინ საღამოდან მოგროვდა $5,600 ჩემ Zelle-ზე. დღიური ლიმიტების გათვალისწინებით, დღეს გადავრიცხე $5,000 ქართველი ემიგრანტების სახელით. დანარჩენს ხვალ გადავრიცხავ ფონდში. გიზიარებთ ბმულს და თავადაც შეგიძლიათ დარიცხოთ, ან გადმორიცხოთ ჩემთან. დიდება უკრაინას!”.