,,ვირუსს მაინც ვერ ვაკავებთ, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება” – დათო ლიკლიკაძე

,,ვირუსს მაინც ვერ ვაკავებთ, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება" - დათო ლიკლიკაძეჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც გიდიც არის, პანდემიის შესახებ წერს:

,,გაერო-მ ორი დღის წინ რეკომენდაცია მისცა ქვეყნებს, მოგზაურობისთვის გახსნან საზღვრები. პირდაპირ ასე ეწერა – მაინც ვერ ვაკავებთ ვერაფერს და ეფექტი არ მოგვცა ამ ჩაკეტვამ. ამით მხოლოდ ტურიზმი დაზარალდა და ეკონომიკა, ხალხს კი დეპრესიები ავკიდეთო (მარტივად ვხსნი, თორემ დაგუგლეთ და ზუსტად ასე წერია შინაარსი).

ინგლისმა პირბადეების სავალდებულო ტარება გააუქმა, აზრი არა აქვსო. ესპანეთმა სტატისტიკა დაიკიდა, რატო ვითვლით ყოველდღე, ხომ ვერ მეტყვითო. გამოდის, რომ იხეირა ისეთმა ქვეყნებმა რომლებმაც არ ჩაკეტეს არაფერი, მაგალითად თურქეთმა.

ანუ რისი თქმა მინდა, თუ მაინც ერთი და იგივე შედეგია, მართლა რას ვერჩით ტურიზმს? ტურიზმში ცხადია გიდი დათო ლიკლიკაძე არ იგულისხმება, აქ ვსაუბრობ ათასობით (სასტუმრო, რესტორანი, სადაზღვევო, სუვენირების ჯიხურები, ტრანსფერი, ტაქსები, აეროპორტები, ტუროპერატორები, მარნები, ტურისტული ატრაქციები) სამასპინძლო ტურიზმში ჩართულ ადამიანზე. მოკლედ, არ გვინდა ეს დაზაფვრა და მივიღოთ ეს კოვიდი, როგორც გამოწვევა, სხვა რა გზა გავქვს? და გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით. დღეს 11039 შემთხვევა დაფიქსირდა. მერე? რას გვასწავლის ეს ყველაფერი? ვერაფერსაც ვერ ვაკავებთ. ამიტომ გავაგრძელოთ ცხოვრება”.