,,წყლის ნაცვლად კაკაო მოდის და ცოტა რძეს თუ დაუმატებთ, მადლიერები ვიქნებით” – ხაშური და სურამი წყლის გარეშე

,,წყლის ნაცვლად კაკაო მოდის და ცოტა რძეს თუ დაუმატებთ, მადლიერები ვიქნებით" - ხაშური და სურამი წყლის გარეშეხაშურსა და სურამში წყლის პრობლემა ვერაფრით გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარია გამოყოფილი, მოსახლეობა გაუსაძლის პირობებს უჩივის.

,,დაგვადგება საშველი ნეტა? წყლის მაგივრად კაკაო მოდის და ცოტა რძეს თუ დაუმატებთ, მადლიერები ვიქნებით. რომელ საუკუნეში ვართ?! კარგი, დასალევი წყალი ვიყიდეთ, მაგრამ დანარჩენი პრობლემა როგორ მოვაგვაროთ?!”, ,,პირველი მაისის ქუჩაზე მაგ კაკაოთიც არავაინ გვანებივრებს, კამკამა წყალს ვინ დაეძებს. წყლის ფულზე კი დადის ის ქალი ჩხუბით და უბედურებით”, ,,ხაშურში ეგ მაინც მოდის. სურამში ეგეც აღარ გვაქვს, იტრიაში. რიკოთზე რესტორნები გახსნეს ბატონებმა და წყალი უბოძეს. ხმას არავინ იღებს. მოუწევთ ხალხის მოსმენა. ვართ ისეთებიც, ვინც ამას ასე არ დავტოვებთ. ამდენი ტყუილი ამოვიდა ყელში! გურასპაშვილმა ტყუილებით მოგვიშორა”, – წერენ ფეისბუქჯგუფში.

ჯერ კიდევ 2020 წელს საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სერვისცენტრებს გორისა და ხაშურის ყოფილი მერები, კოტე თავზარაშვილი და გიორგი გურასპაშვილი უხელმძღვანელებენ.