,,ქვეყანა ინგრევა და შენ ერთ სიტყვას არ ამბობ” – რას უწერენ ნინო ჩხეიძეს

,,ქვეყანა ინგრევა და შენ ერთ სიტყვას არ ამბობ" - რას უწერენ ნინო ჩხეიძეს,,რომელ გადაცემაში მიყურეთ ამ ახალ წელს?”, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო. გულშემატკივრებმა დაუწერეს, რომ სადაც ნახავენ, ყველა არხზე უყურებენ, თუმცა გამოერია კრიტიკაც.

,,არც ერთში. ძალიან მიყვარდი და ძალიან დაეცი ჩემს თვალში მაშინ, როცა რუსებმა საქართველოს ჩვენს დროშას ფეხებით შედგენ და ისე წაიყვანეს რუსულ არხზე გადაცემა, შენ მეორე თუ მესამე დღეს რუსეთში ჩაფრინდი სამღერლად”, – დაწერა ერთ-ერთმა.

,,არსად, რადგან ქვეყანა ინგრევა და შენ ერთ სიტყვას არ ამბობ. კარგი გოგო ხარ, მაგრამ საკუთარ  ,,მე-ზე ფიქრი ცოტა ზედმეტი ხომ არ არის? წარმატებები”, – დაწერა ერთ-ერთმა ფეისბუქმომხამრებელმა, რომელსაც ნინო ჩხეიძემ ასე უპასუხა:

,,მე მომღერალი ვარ და არა პოლიტიკოსი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვთვლი, რომ ყველამ თავისი  საქმე უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში”.