ქეთი დოლიძე: ,,დევნილები უნდა გაასახლონ, რატომ ცხოვრობენ პანთეონთან?”

ქეთი დოლიძე: ,,დევნილები უნდა გაასახლონ, რატომ ცხოვრობენ პანთეონთან?"ბოლო დროს ბევრს საუბრობენ დევნილების მძიმე სოციალურ პირობებზე, ამიტომ სოციალურ ქსელში ბევრი სენსიტიური განცხადება ისევ აქტუალური გახდა, მათ შორის რეჟისორ ქეთი დოლიძის, რომელიც ამბობს, რომ უნდა დინგრეს დიდუბის პანთეონთან არსებული შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ და პანთეონი უნდა გაფართოვდეს. მოგეხსენებათ, დიდუბის პანთეონი დახურულია. ბევრი ცნობილი სახე დღემდე თვლის, რომ საზოგადო მოღვაწეებისთვის ქალაქის ცენტრში უნდა მოინახოს ადგილი და არა მახათას მთაზე.

-საკმაოდ დიდი ფართობია. აქ საჯარო დაწესებულება იყო, შემდეგ დევნილები შესახლდნენ და დღეს საკუთრებაში აქვთ გაფორმებული. არაფერი დაშავდება თუ ამ ხალხს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და გაასახლებენ. საერთოდ რატომ ცხოვრობენ სასაფლაოსთან? პანთეონთან სახლები და სკოლები არ უნდა იყოს, –  განაცხადა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ 2 წლის წინ.