ნოე სულაბერიძე: ,,დღეიდან ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა”

ნოე სულაბერიძე: ,,დღეიდან ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა"ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე კოვიდის შესახებ სოცალურ ქსელში წერს და ესპანეთის მაგალითი მოჰყავს.

,,დღეიდან ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა. მგონია, რომ ძალიან სწორი მიდგომაა, თუმცა არავის დაავიწყდეს, რომ აცრა გვიცავს!” – წერს ნოე სულაბერიძე, რომელსაც მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია პასუხობს:

,,ეს იმიტომ, რომ მოსახლეობის 93% აცრილია და შედარებით იოლად გადააქვთ კოვიდი. ახლა 5 წლიდან ზემოთ ბავშვებს ცრიან. მალე 100 პროცენტზე ავლენ”.