ნინო ჯღარკავა: ,,ასეთი სექსია და მიაწექით, იქნებ გესიამოვნოთ”

ნინო ჯღარკავა: ,,ასეთი სექსია და მიაწექით, იქნებ გესიამოვნოთ"დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიაზე და მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურებაზე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა წერს:
,,შიშიკო მოსე მწერალი – „მთელი ღამე ვერ დავიძინე, შემძრა დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ“. შე არაკაცო, გირგვლიანის დედა ატირებული რომ  გამოაგდე კანცელარიის შენობიდან, სამართალი მაპოვნინეო რომ გეღაღადებოდა დაჩოქილი, მისმა ტრაგედიამ არ შეგძრა მაშინ?ა სეთი უჯიშო, აფერისტი რა დაიბადე, გიულის ძევ? ან ის დევნილები თბილისში, ავტობუსებში რომ ჩაყარე და ჭაობიან ფოცხო ეწერში დაუმთავრებელ სახლებში რომ ჩაყარე ბღავილით, არ შეგეცოდნენ მაშინ?”, – დაწერა ჟურნალისტმა და იმ ადამიანებსაც შეეხო, რომლებიც პრემიერს აკრიტიკებენ.
,,ნელა ქენით, ფითილებს დაუწიეთ, ნაცმტარვალებო და ირაკლი ღარიბაშვილს მარჯვენა ხელის მტევანი ვერ გადაუგრიხოთ. შავი ქამრის მფლობელია, რომ  იცოდეთ… ბოდიში, ყველას ერთნაირად რომ გესიამოვნოთ, ისეთ პოსტებს რომ ვერ ვწერ. ასეთი სექსია, გენაცვალე და მიაწექით, იქნებ გესიამოვნოთ ორმხრივად. გადაერთოთ ცოტა და ჩემი პოსტების თრევას და გულის და ქეცის ფხანას მოეშვათ, ბჯოოს”.