ნატო დუმბაძე: ,,დამთხვევას ვეღარ დავარქმევ, მართლა არ ვიცი”

ნატო დუმბაძე: ,,დამთხვევას ვეღარ დავარქმევ, მართლა არ ვიცი"მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საკმევლის დანთების შემდეგ მასთან მტრედები მიფრინავენ.

,,მართლა არ ვიცი, ალბათ დამთხვევას ვეღარ დავარქმევ, საკმეველს დავანთებ თუ არა, სულ რაღაც 5-10 წუთში მსტუმრობენ. აი, დღესაც მესტუმრა!”, – დაწერა პროდიუსერმა.

ნატო დუმბაძეს რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა. თავის ტკივილზე, რწმენაზე, ოჯახსა და ცხოვრების წესზე მან ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში).