მზია ნოზაძე: ,,მუზეუმი ვერ შეინახავს უსაქმოდ დარჩენილი თანაშრომლების არმიას!”

მზია ნოზაძე: ,,მუზეუმი ვერ შეინახავს უსაქმოდ დარჩენილი თანაშრომლების არმიას!",,ქალბატონ თეა წულუკიანს ეროვნული ბიბლიოთეკა და მისი მთავარი მცველი ვულოცავთ დაბადების დღეს!” – ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ლევან თაქთაქიშვილმა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მზია ნოზაძემ დაწერა:

,,კულტურასა და სპორტს ძალიან კარგი მინისტრი ჰყავს. სწორედ ისეთი, ვისაც აქვს ძალა და ენერგია, ათეულწლობით დამყაყებული უძრაობა აურიოს. 30 წლის წინ იყო ის მუზეუმი სარეაბილიტაციო და სანამ ნანგრევები არ ჩაიყოლებდა ჩვენს საგანძურს, მანამ ვერავინ მოაბამდა თავს ამ საქმეს. ვერ შეინახავს დაკეტილი მუზეუმი უსაქმოდ დარჩენილი თანაშრომლების არმიას ისე, ვითომ არაფერი ხდებოდეს.

ზედა თაობის თანამშრომლების პენსიაზე წასვლისთვისაც საუკეთესო მომენტია. ზოგმა მუზეუმში 50 წელი იმუშავა. მოვლენ ახალგაზრდობაში სამსახურში შეაბერდებიან ხოლმე ერთ პოსტს სამუდამოდ. გეგონება, ახალგაზრდა მეცნიერებს არ სჭიდებოდეს ადგილები. მუზეუმი დაკეტილია ახლა. ავარიული შენობა უნდა დაიცალოს. მზად უნდა ყოფილიყვნენ”.