მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ,,ქალბატონო, თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს!”

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ,,ქალბატონო, თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს!"მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვის წარმოთქმა დაიწყო თუ არა, რამდენიმე წუთში მოსამართლემ მიმართა, რომ მისკენ მიტრიალებულიყო, რამაც მიხეილ სააკაშვილის განრისხება გამოიწვია:

-მე მივმართავ ქართველ ხალხს და წერტილი! მე არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს შევხედო თვალებში. მე სად ვარ, ძალიან კარგად ვიცი. ეს დარბაზი ჩემი აშენებულია, უკან რომ დროშა დგას, ჩემი გაკეთებულია, ეგ სავარძელიც, თქვენ რომ ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს გალიაც ჩემი გაკეთებულია… რაც საქართველოში გაკეთდა და ამათმა ვერ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია. თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება და ნუცას სკოლა!  თქვენგან განსხვავებით, 4 იურიდიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მათ შორის დასავლეთში. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასამართლოს მიმართ. ქალბატონო, თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს, მე მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის პატივისცემის გამოც მე ჩამოვედი საქართველოში.