მამა პეტრე: ,,მთავრობავ, ქაქში ხარ! ღარიბაშვილო, შენი ბოდვებით საკუთარი ჭია გამოკვებე”

მამა პეტრე: ,,მთავრობავ, ქაქში ხარ! ღარიბაშვილო, შენი ბოდვებით საკუთარი ჭია გამოკვებე"მამა პეტრე კოლხი ხელისუფლებას ისევ აკრიტიკებს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა;

,,საქართველოს უნიათო მთავრობა, რა გგონია, გავჩუმდები?! მგონი, არც იცით, ვინ გადაგეკიდათ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, თქვენ მაიძულეთ, ეს ნაბიჯები გადამედგა. ხომ არ გგონიათ, რომელიმე პოლიტიკური პარტია ამოვიყენო გვერდზე და სალაპარაკო მოგცეთ, ეს მღვდელი იმართებაო… სამართავები გვერდით გყავთ, მაგრამ ვერც მათ მართავთ… უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდით, ისევ თქვენი ,,გამჭრიახი” გონების წყალობით. არც იფიქროთ, თქვენი ტროლების, ბოტების და ზომბების შემეშინდეს. გვერდით ისევ თქვენი ამომრჩევლები მეყოლება და ისე მოგადგებით… ის ხალხი, ვისაც უკანასკნელი იმედი გადაუწურეთ, ვისაც ყველა ოცნება წაართვით და მხოლოდ ერთი ბელადის გარშემო ტრიალებთ…

თქვენ მიერ დახარჯულ დენს და გაზსაც ჩვენ ნუ გვახდევინებთ… შეიცოდეთ ემოგრანტები,თუ ეს ქვეყანა ფეხზე დგას, მხოლოდ მათი დამსახურებაა, თქვენი წყალობით, ერთი წელი ვერ გავძლებდით… ღარიბაშვილო, შენი ძალიან პრიმიტიული ზღაპრები, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საკუთარ შვილებსაც არ მოუყვე, მომავალი თაობა მაინც არ მოწამლო ტყუილებით და ბოდვებით… თუ ასე ძალიან მოგწონს ილუზიაში ცხოვრება, სარკის პირისპირ ისაუბრე, რომ საკუთარი ჭია მაინც გამოკვებო… საქართველოს მთავრობა, (თუკი ასეთი დეფინიცია არსებობს), დაინახეთ, რომ ქაქში ხართ და ხალხს ძალიან შია. საკუთარი სახლის კედლებზე გაიკარით, სიცოცხლის, სინათლის და სიყვარულით სავსე ქალაქების ტრაფარეტები, ჩვენ ასეთ ქვეყანაში აღარ ვცხოვრობთ…
გენოციდი მოუწყვეთ საკუთარ ხალხს… იმ დონეზე დაეცით და ძირს ფორთხავთ, იმას გეხვეწებით, რომ ამ ზამთარს არ გაგვყინო, თქვენი გაუმაძღრობის და უსამართლობის გამო…
არავინ გაბედოს, არ შემეხმიანოს და მორალის კითხვა არ დამიწყოს… არავის გაქვთ უფლება, ასე მოიქცეთ… მე მხოლოდ მას ,,ვემორჩილები” ვინც ჩვენზე-ხალხზე, ჩემს შვილებზე ზრუნავს… დანარჩენები დადუმდით… ისეთს არაფერს ვითხოვთ – ,,შუქს ნუ ჩამიქრობ”-თ!..”.