მაია ასათიანი: ,,რატომ დებთ მიწაში, ხალხო! უამრავი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა ბავშვმა!”

მაია ასათიანი: ,,რატომ დებთ მიწაში, ხალხო! უამრავი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა ბავშვმა!"ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსახიობ შორენა ბეგაშვილის გოგონას, ევა ბარბაქაძის შესახებ უარყოფით კომენტარებს, რაც მის საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა.

„ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით, ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ! და რის გამო? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი რომ აცვია?

მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!“, – დაწერა მაია ასათიანმა.