მაია ასათიანი: ,,ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, მისგან ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით”

მაია ასათიანი: ,,ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, მისგან ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით"სოციალურ ქსელში მაია ასათიანი ნათია გოგსაძის 18 წლის შვილის გაუგონარ და დაუჯერებელ ამბავს ეხმაურება. ლევანიკო გაფრინდაშვილი თურმე ჯარში წასვლას არიდებს თავს (იხილეთ აქ).
,,ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, ჩემი უახლოესი მეგობრის, ნათია გოგსაძის უფროსი ვაჟი. წლებია ყველა, ვისაც ის გვიყვარს, მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით.

ლევანიკო მძიმე ფორმის აუტისტია. დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც წარდგენილი იყო პოლიციის ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია,რომ გამომძიებელი ორჯერ ესაუბრა მას და ლევან გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე! ჩემი ნათია 18 წელია უშედეგიდ იბრძვის, რომ შვილმა დედა დაუძახოს!”