ლელა კაკულიას შვილი: ,,ჩემი ძმა კომაში იყო და დედამ იმქვეყნიდან მოატრიალა”

ლელა კაკულიას შვილი: ,,ჩემი ძმა კომაში იყო და დედამ იმქვეყნიდან მოატრიალა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ლელა კაკულიას შვილი თამარ პატარაია დედის უნარებზე ,,სარკესთან” ყვება:

-დედას აქვს ეს ენერგია, აქვს კავშირი კოსმოსთან, რომლითაც სასწაულებს ახდენს. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია და მათ შორის ჩემი ძმისაც. იმქვეყნიდან მოატრიალა პირდაპირი გაგებით. ჩემი ძმა გერმანიაში რომ გადაიყვანეს, იქაურმა ექიმებმა, მგონი, მაშინ იწამეს, რომ ღმერთი არსებობდა, რადგან გვითხრეს, 1%-იან გარანტიასაც ვერ მოგცემთ, რომ ეს ადამიანი აქედან ცოცხალი გავაო და დღეს ჩემი ძმა ცოცხალი და ჯანმრთელია.

– დედის როლი რა არის ამ ამბავში?

– ჩემმა რედაქტორმა გაიხსენა, ლელა იყო ძალიან დაღლილი და ასე მითხრა მაშინ, ჩემი შვილი ახლა ხელებით მიჭირავს, დიდხანს ვეღარ გავუძლებ და რამე ქენითო. დედას საუკეთესო მეგობარი დაეხმარა და გერმანიაში გადავაფრინეთ, სადაც მისი სწორი მკურნალობა დაიგეგმა და დადგინდა დიაგნოზი. თუ არ ვცდები, ეს იყო მძიმე ლითონით მოწამვლა, რაც ორგანოებს ნელ-ნელა თიშავს. თირკმლები, ღვიძლი, ფილტვები და ბოლოს ტვინი ითიშება.

კომაში იყო ჩემი ძმა და მერე ყვებოდა, მაშინ მხოლოდ დედას ვხედავდიო. სადღაც შორს იყო და მეუბნებოდა, ნუ გეშინია, გადარჩები, კარგად იქნებიო და ასეც მოხდა დედაჩემის ენერგიის წყალობით…

სახლიდან როცა გავდივართ, დედას მუდამ ვეუბნებით, სად მივდივართ. თუ თქვა, არ წახვიდეთო, უნდა დაუჯერო. ერთხელ ჩემს მეუღლეს მეგობრებთან უნდოდა წასვლა. დედამ უთხრა, ნუ წახვალო და დარჩა. ზუსტად იქ, სადაც  მიდიოდა, ჩხუბი ატყდა და დაჩეხეს ბიჭებმა ერთმანეთი.