კრისტენ სტიუარტი: ,,ჩემი ორიენტაციის დამალვა შევწყვიტე… მინდოდა მასზე გათხოვება? დიახ…”

კრისტენ სტიუარტი: ,,ჩემი ორიენტაციის დამალვა შევწყვიტე... მინდოდა მასზე გათხოვება? დიახ...",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

კრისტენ სტიუარტის ირგვლივ უამრავი სკანდალური ისტორიაა. დღეს ის ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული სახე გახლავთ ახალგაზრდა ჰოლივუდელთა სიაში. ჰყავს სამი ძაღლი და კატა, რომელიც ხშირად დაჰყავს თან. აღიარებს, რომ ნერვული ადამიანია, რასაც მისი ყველა ინტერვიუ ადასტურებს. ცნობილმა ჟურნალისტმა ჰოვარდ სტენლიმ რობერტ პატინსონის შესახებ დაუსვა კითხვა, ასევე გოგონებთან ურთიერთობაზე, რაზეც კრისტენმა გულწრფელად უპასუხა:

– მე და რობერტ პატინსონი ერთად წლების განმავლობაში ვიყავით, ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. მასზე გათხოვება? არ ვიცი… მინდოდა, დიახ, მზად ვიყავი, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ…

თავიდან, ვგრძნობდი, რომ გოგონებს, რომლებსაც ვხვდებოდი, რაღაც აწუხებდათ. ეს ალბათ იმიტომ, რომ არ მინდოდა, საკუთარი თავი საჯაროდ გამეთქვა, არ მინდოდა, საზოგადოებას ამის შესახებ სცოდნოდა, თუმცა ეს ქურდობას ჰგავს. უბრალოდ იმ პერიოდში ზედმეტად ჩაკეტილი ვიყავი.

ჩემი ცხოვრება სრულიად სხვანაირი გახდა მას შემდეგ, რაც შევწყვიტე ჩემი ორიენტაციის დამალვა და გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ.