ხათუნა ჟორდანია: ,,გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის”

ხათუნა ჟორდანია: ,,გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ხათუნა ჟორდანიას დიდმა განსაცდელმა და მძიმე სენთან ბრძოლამ პრიორიტეტები შეუცვალა, ცხოვრებას და ადამიანებს სხვა კუთხით შეახედა. ხათუნა ,,სარკესთან” ამბობს, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს უთმობდა, ვიდრე ქმარს, ზურა ხაჩიძეს, რომელსაც ეს ძალიან სწყინდა.

-სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა, ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ, სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს, – განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ ,,სარკესთან”.