იუნა შაფათავა: ,,საქართველოში ეს არ შუქდება!.. აცრა რადგან არ გაიკეთა, ასე დასაჯეს”

იუნა შაფათავა: ,,საქართველოში ეს არ შუქდება!.. აცრა რადგან არ გაიკეთა, ასე დასაჯეს"მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ბოლო დროს აცრის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. საქმე ის არის, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს აცრას უკავშირებს. იუნა ამჯერად ნოვაკ ჯოკოვიჩზე წერს, რომელიც ავსტრალიაში კოვიდ საწინააღმდეგო აცრის საბუთის არქონის გამო ქვეყანაში არ შეუშვეს და საკარანტინე სასტუმროში გადაიყვანეს.

,,საქართველოში უმეტესობამ არ იცის, რადგან ეს არ შუქდება: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ციხეშია ავსტრალიაში. ის უარს აცხადებს აცრის გაკეთებაზე. ჩავიდა ავსტრალიაში დიდი მუზარადის – ავსტრალიის ღია პირველობის სათამაშოდ, დაუშვეს მასზე გამონაკლისი, მონაწილეობის მისაღებად, იმუნური დაავადება აქვს, ისე სპორტსმენებსაც აიძულებენ გაკეთებას. სპორტსმენები უარს ამბობენ აცრის გაკეთებაზე, რადგან ეს საწამლავია და არ უნდათ ჯანმრთელობის შერყევა.

სოფიკო, ჩემი და, იმიტომ არ არის შეჯიბრზე, აცრა არ აქვს; პსრ ტესტით კი ყველა ქვეყანაში არ უშვებენ… მოკლედ, როცა ჯოკოვიჩი ჩავიდა ავსტრალიაში, ბრალად დასდეს კანონის დარღვევაში, აცრის გარეშე უკანონოა საზღვრის გადაკვეთაო და ჩასვეს ციხეში… უკეთილესი, უწესიერესი კაცია, მორწმუნე. უჯანმრთელესი. აცრა რადგან არ გაიკეთა და არ ემორჩილება ტერორს, ასე ,,სჯიან”, – წერს იუნა შაფათავა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩის გარშემო ატეხილ სკანდალს, ის 5 იანვარს ჩავიდა ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 17 იანვარს დაიწყება. ავსტრალიის მესაზღვრეებმა ჩოგბურთელი აეროპორტში სავიზო შეცდომის გამო დააკავეს, რადგან კოვიდპასპორტი არ გააჩნდა.

ჯოკოვიჩის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩამოართვეს ტელეფონი, საფულე, ტანსაცმელი:

,,ნოვაკმა და მისმა გუნდმა წარადგინეს ისეთივე დოკუმენტები, როგორიც 25-მა სხვა ჩოგბურთელმა და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ – მხოლოდ ნოვაკს. მას დასაბანიც არ აქვს, ციხეშია. ჩვენი სიამაყე ამ იდიოტების ტყვეა”.

ავსტრალიის ვიცეპრემიერმა განაცხადა:  „თუ სათანადოდ არ შეავსო ფორმები, მაშინ ის დასცინის სხვა ერის სუვერენულ ხელისუფლებას. მან უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ღმერთმა მიანიჭა ნიჭი, ეს ნიჭი არ აღემატება სხვა ერების სუვერენულ უფლებებს”.

სპორტსმენი საემიგრაციო პატიმრობაშია და სასაზღვრო სამსახურების გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. გადაწყვეტილებას სასამართლო 10 იანვარს მიიღებს.