,,იტალიაში პოლონეთიდან გადავიპარებით მატარებლითო” – რას წერს დათო ლიკლიკაძე

,,იტალიაში პოლონეთიდან გადავიპარებით მატარებლითო" - რას წერს დათო ლიკლიკაძექუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ტურისტულ კომპანიებზე წერს:
,,ტურისტული კომპანიები რომ ათას @ლეობებს პოსტავენ და მერე ბუსტავენ, ყოველთვის მინდა, მივუკომენტარო რაიმე, მაგრამ თავს ვიკავებ. თავადაც გიდი ვარ და თითქოსდა ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვალოს-მეთქი და გავატარებ ხოლმე.
ასე, მაგალითად, ერთს უწერია: ,,სტამბულში ვეწვევით ბაზილიკა ცისტერნას”. მინდა, მივუწერო: „ჩემს ფეხებს ეწვევით, რადგან ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია ვიზიტორებისთვის“. ნუ არ ვწერ ხოლმე, არ მინდა, ვინმეს ჩასაფრებული ვეგონო, ღმერთმა ჩემი ტურისტები მომახმაროს მშვიდობაში, არ ვუჩივი ნაკლებობას ნამდვილად.
ახლა ერთი აქვეყნებს: „მოვინახულოთ თებერვლის იტალია, დაუვიწყარი რომი და ვატიკანი“.
ვერ მოვითმინე და მივწერე:
-რანაირად? ტურისტებისთვის ხო არ გაუხსნია იტალიას ქვეყანა? გვიშვებს?
-არა, არ გვიშვებს, მაგრამ პოლონეთში ჩავფრინდებით და იქიდან გადავიპარებით მატარებლით.
ცოდვა არ მინდა, მიპასუხეს მყისიერად”.