ესმა კუნჭულია: ,,უნიკალური მწვადის რეცეპტი საინგილოდან – დანამჟიევ წოდ, ანუ შინდში დამჟავებული მწვადი”

ესმა კუნჭულია: ,,უნიკალური მწვადის რეცეპტი საინგილოდან - დანამჟიევ წოდ, ანუ შინდში დამჟავებული მწვადი"ცნობილი კულინარი და ტელეწამყვანი ესმა კუნჭულია ძველი ქართული რეცეპტებით არის დაინტერესებული, რომ ქართული სუფრის მარგალიტები არ დაიკარგოს. ამჯერად მან ინგილოების მწვადის უნიკალური რეცეპტი მოიძია და ფეისბუქმეგობრებსაც გაუზიარა.

,,ექსკლუზივი: უნიკალური მწვადის ვერსია საინგილოდან – დანამჟიევ წოდ!გაიცანით საინგილოში შენახული გემო და სურნელი!! ექსკლუზიურად ,,გასტრონომიული მუზეუმი” წარმოგიდგენთ – ინგილოურ გასტრონომიულ კულტურას, იგივე ჩვენს აღმოსავლეთ-კახურ გემოებს და სურნელებას.
მაშ ასე, გაიცანით ინგილოური სამზარეულოს მარგალიტი – დანამჟიევ წოდ.
ეს უნიკალური მწვადის ვერსია მხოლოდ ჰერეთში შემოინახეს ინგილოებმა.
რეცეპტი:
1. შინდობის დროს მზადდება – ჟევე, შინდის ჟევე! მწიფე შინდს დაჭყლეტენ, საცერში გაატარებენ და წამოადუღებენ. უმატებენ მხოლოდ მარილს, წიწაკას და ნიახურს. ინახავდნ ქილაში.
2. საახალწლოდ ღორებს კლავენ. სამწვადეს ჭრიან და შინდის ჟევეში ერთი კვირა ინახავენ. ახლა მინის ქილებში, ადრე – თიხის ქილებში; შინდში დამჟავებულ მწვადს ერთი კვირის შემდეგ შამფურზე წვავენ”.