ბრმა ტყვიას შეწირული დედის ბოლო პოსტი: ,,თბილი მშობლების შვილები ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან”

ბრმა ტყვიას შეწირული დედის ბოლო პოსტი: ,,თბილი მშობლების შვილები ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან"დიდი ტრაგედია დატრიალდი გუშინ წალენჯიხაში. შვილის გასროლილმა ბრმა ტყვიამ შემთხვევით დედა იმსხვერპლა – მაია ფიფია, რომელიც 50 წლამდე ასაკის იყო. მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი იყო. მისი შვილი სკოლის მოსწავლეა.

„ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან”, – ეს არის მაია ფიფიას ბოლო პოსტი, რომელიც მან 30 დეკემბერს გამოაქვეყნა.