ბაია დვალიშვილი: ,,ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო”

ბაია დვალიშვილი: ,,ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო"მსახიობი ბაია დვალიშვილი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ერთ ამბავს იხსენებს:

,,არც ისე პატარა ვიყავი, რადგან მუსიკაზე მარტო ავტობუსით დავდიოდი. ჰოდა, ერთხელაც მომიჯდა რუსის ქალი (ადრე ოჯახებში დამლაგებლები რომ ჰყავდათ და ძირითადად ამბების გამტან-გამომტანნი) და მეუბნება: ,,შენ მარინას გოგო არ ხარ? იცი, დედაშენმა კიევიდან რომ ჩამოგიყვანა!”

ჩემს ინფანტილიზმს ბევრჯერ გადავურჩენივარ, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ პირველი კბილი კიევში ამომივიდა და ფეხიც იქ, სასტუმროში ავიდგი (დედას გასტროლი თუ გადაღება ჰქონდა და სულ იხსენებდა). ჩემი სიყვარული, თანადგომა, უკრაინა! გაუმარჯოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ძლიერ სურვილს! ფოტო ზ.ჭელიძის”.