ანკა ვასაძე: ,,ბევრჯერ დავწერე და წავშალე პოსტი… ბავშვობიდან ვიცნობ ამ ოჯახს”

ანკა ვასაძე: ,,ბევრჯერ დავწერე და წავშალე პოსტი... ბავშვობიდან ვიცნობ ამ ოჯახს"მსახიობი ანკა ვასაძე მუზეუმიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს და წერს:

,,ბევრჯერ დავწერე და წავშალე პოსტი და საბოლოოდ გადავწყვიტე, მოკლედ ვთქვა სათქმელი. ყოველთვის ხდება ისე, რომ ადამიანებს ათავისუფლებენ სხვადასხვა მიზეზით სამსახურიდან, მაგრამ… როცა გიორგი გაგოშიძეს ათავისუფლებ და მიზეზად არაკომპეტენტურობას ასახელებ ერთია, რომ შეურაცხყოფას აყენებენ მას, როგორც პროფესიონალს და მეორე, ჩვენ გვაყრიან თვალში ნაცარს, ვინც ვიცით, ვინ არის და რა გაუკეთებია!..

ბავშვობიდან ვიცნობ ამ ოჯახს და მიმაჩნია, რომ ასეთი ინტელიგენტი ადამიანები ძალიან ცოტა გვყავს. დიახ, ინტელიგენტების ოჯახიო, რომ ამბობენ ხოლმე, ასეთია ჩემი კლასელის ოჯახი, რომელთან ერთად გავიზარდე 12 წელი!

ბევრად მეტი მაქვს სათქმელი, მაგრამ გრძელი პოსტების კითხვა ეზარებათ ხოლმე და ძალიან მინდა, ბევრმა წაიკითხოს! ზუსტად ვიცი, რომ არა პანდემია და გაუთავებლად იზოლაციაში ყოფნა, ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა კულტურის სამინისტროს წინ”.