ვაზისუბანში ძლიერი აფეთქება მოხდა, სახლში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ

ვაზისუბანში ძლიერი აფეთქება მოხდა, სახლში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუში ძლიერი აფეთქება მოხდა, როგორც თვითმხილველები ყვებიან, აფეთქება ხუთწუთიანი ინტერვალით ორჯერ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზიანებულია კორპუსი და მანქანები.

აფეთქების მიზეზად გაზი სახელდება. როგორც ყვებიან, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ დღეს გაზი გაითიშებოდა, მაგრამ არ გათიშულა. როგორც ამბობენ, ბინაში სადაც აფეთქება მოხდა, მდგმურები ცხოვრობდნენ, საზლში იყვნენ არასრულწლოვანებიც.