თამუნა მუსერიძე: ,,ქუთაისში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა, ბავშვი მთელი ღამე ტირის გაუჩერებლად”

თამუნა მუსერიძე: ,,ქუთაისში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა, ბავშვი მთელი ღამე ტირის გაუჩერებლად"ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე წერს, რომ ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში  დედამ ჩვილი მიატოვა, პატარა კი ტირის…
,,რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა? ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი, თქვა, რომ ქმარი არ ჰყავს, ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არ აქვს.
დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა, ერთი თვისაა. ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან,  აქ იქნებაო.
თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ ასე, მოაკითხე, ძალიან გთხოვ, მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად”, – წერს თამუნა მუსერიძე.