,,ტეხავს! ადამიანი სიკვდილს გადაურჩა და თქვენ სახელმწიფო ქონების დაზიანებაზე აპელირებთ!”

,,ტეხავს! ადამიანი სიკვდილს გადაურჩა და თქვენ სახელმწიფო ქონების დაზიანებაზე აპელირებთ!''კახა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთის გუბერნატორის ავარიაში მოყოლის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

,,სირცხვილია, გუბერნატორის ავარიას ანუ უბედურ შემთხვევას პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით რომ იყენებთ და ტყუილების კასკადის ფონზე საგანგებო განცხადებებს აკეთებთ! დილიდან ამ საკითხზე აჟიტირებული ხალხისგან რამდენი ტყუილი მოვისმინე. საუბრობთ, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

ვთქვათ, ნასვამი ყოფილიყო, რაც ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის და საჯარო ბრალდებები კი ისმის, რა შუაშია “ქართული ოცნების” შეკრება წინანდალში, როცა ავარია ამ შეხვედრიდან მეორე დღეს მოხდა და ადამიანმა ტერიტორია ჟურნალისტების თვალწინ, დილის საათებში დატოვა. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან და ვიდეო ჩანაწრებიც ამას ადასტურებს.

ტყუილია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, როცა ფაქტის დამახინჯება ხდება. ირაკლი შიოშვილს ავარია არა თელავი- წინანდლის გზაზე, არამედ გურჯაანის შემოვლით მაგისტრალზე მოუხდა, როცა ის სიღანღიდან თელავის მიმართულებით მოძრაობდა და ერთ- ერთი შეხვედრიდან სახლში ბრუნდებოდა. ესეც ფოტო მასალა, რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, მომხდარიდან რანდენიმე წუთის შემდეგ არის გადაღებული. დაშავებული არა თელავის, არამედ გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში მოხვდა.

ტეხავს და მარაზმია! ადამიანი სიკვდილს ძლივს გადაურჩა და თქვენ კიდევ სახელმწიფო ქონების დაზიანებაზე აპელირებთ!

არ აქვს პოლიტიკურ კურთვნილებას მნიშვნელობა, ჩემთვის თოთოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო პრიორიტეტია და თქვენთვის?!” – წერს კახა კუპატაძე.