სააკაშვილი წულუკიანზე: ,,ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს”

სააკაშვილი წულუკიანზე: ,,ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს"საქართველოს მესამე პრეზიდენტი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს:
,,დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ ,,რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა ,,რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.
ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი”.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსის დაჭერა სურს.