მიხეილ სააკაშვილი: ,,სიამოვნებით ვიჯდებოდი სანდრასთან ერთად საბრალდებო სკამზე”

მიხეილ სააკაშვილი: ,,სიამოვნებით ვიჯდებოდი სანდრასთან ერთად საბრალდებო სკამზე"სა­ქარ­თვე­ლოს მესამე პრე­ზი­დენ­ტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ისაუბრა და ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსიც ახსენა:

,,სან­დრას უამ­რა­ვი ხარ­ჯია – ბავ­შვებ­ზე სა­ჩუქ­რე­ბი, სა­წო­ლის ყიდ­ვა ერთ-ერთ შშმ ბავ­შვზე, ბა­ტუ­ტი­ა­ნი სა­წო­ლი არ გე­გო­ნოთ, უამ­რა­ვი სხვა. სან­დრას რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ, ხარ­ჯე­ბის დიდი ნა­წი­ლი არის სან­დრა­სი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიჯ­დე­ბო­დი მას­თან ერ­თად საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, იმი­ტომ, რომ ამ ხარ­ჯე­ბის მე­ო­თხე­დი და მე­ხუ­თე­დი სან­დრა­სია. ოღონდ სა­ნამ სან­დრას ედა­ვე­ბით, გა­იხ­სე­ნეთ, რომ მან სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გრან­ტი შე­მო­ი­ტა­ნა”.

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

-ერთი რაც გა­ვი­გეთ, არის ის, რომ უნდა სან­დრას და­ჭე­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს არის მთა­ვა­რი ფა­ბუ­ლა მისი დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლის.